გიორგი ღიბრაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ რეგულაციების ცვლილებაზე - არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს

როგორც არა ერთხელ გაჟღერდა, არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და არა ეპიდსიტუაციის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამ განაპირობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციების ცვლილება და დაკავშირებული იყო თუ არა ეს გარდაცვლილ ადამიანებთან.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა მთავრობის ყველა ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაიდგა, ან მომავალში გადაიდგმება არის თანმიმდევრული და განპირობებულია ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აქამდე და მომავალში გადაიდგმება არის თანმიმდევრული და განპირობებულია იმ სიტუაციით და ვითარებით, რომელსაც ჩვენ გვკარნახობს ეპიდმდგომარეობა,“- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს