პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, რეინფიცირების 100-მდე შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა. იმნაძის შეფასებით, ეს მოვლენა ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს.

„სულ ზედამხედველობა დამყარებული იყო 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე შემთხვევა ჩაითვალა შესაძლო შემთხვევად. დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, რომელზეც მოძიებულია როგორც პირველი, ასევე, მეორე შედეგი PCR ტესტირების, რათა მოხდეს მათი სეკვენირება. სამ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ეს იყო ნამდვილად რეინფიცირება. გენეტიკური პროფილი პირველ და მეორე შემთხვევებში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც არის რეინფიცირების დამადასტურებელი. ერთ შემთხვევაში საქმე გვქონდა იმავე შტამთან, ეს იყო არა რეინფიცირება, არამედ პერსისტენცია ვირუსის. რეინფიცირების ერთი შემთხვევა იყო 2.5 თვეში, მეორე სამ თვეში და მესამე სამ თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ძალიან ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო