ამირან გამყრელიძე - ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე

ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და განვიხილავთ, დავიწყებთ თუ არა "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა თავის მთავარ დანიშნულებას კარგად ასრულებს.

"ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. იმიტომ, რომ "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც "სინოვაკით", თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, მთავარ თავის დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ამას აკეთებს ძალიან კარგად", - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა