„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ პირველი ნაწილი დასრულდა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ პირველი ნაწილი დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტური პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ წაიკითხა ლექციები საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ. მან ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის პროცესის, მისი მიზნების, პრინციპების თაობაზე და ნატო-საქართველოს შორის არსებული ყველა იმ მექანიზმის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოებას.

მოდული დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მოდელირებით. ახალგაზრდებმა ალიანსში გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული ასპექტები გაანალიზეს.

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ სტუდენტებს წაუკითხა ლექციები ციფრული პოლიტიკის, მისი შესაძლებლობებისა და თანმდევი გამოწვევების შესახებ. ასევე, მან ისაუბრა კიბერშეტევების, კიბერომის თაობაზე და ტალინის სახელმძღვანელოების საფუძველზე, განმარტა კიბერთავდასხმებთან, კიბეროპერაციებთან დაკავშირებული საკითხები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა