ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - მათი თვითმიზანია მელიას ციხეში ყოფნა, მათ მელიასთან ერთად კი არა, სააკაშვილთან ერთად სურდათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისვლა

მათი თვითმიზანია ნიკანორ მელიას ციხეში ყოფნა - მათ მელიასთან ერთად კი არა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად სურდათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისვლა, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ მელიას გარეშე "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ.

ოხანაშვილის თქმით, მათი ინტერესი არასდროს ყოფილა, რომ შეთანხმება შემდგარიყო და ისინი მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ.

"მათ რეალურადაც არ სურთ, რომ ნიკანორ მელია გამოვიდეს საპატიმროდან, ვინაიდან საკითხი დგას მარტივად, მასზეა დამოკიდებული ის დარჩება დაწესებულებაში თუ დატოვებს. ის ან აღიარებს სახელმწიფოს და პატივს სცემს კანონს, გადაიხდის შესაბამის გირაოს, ხოლო თუ მიაჩნია, რომ მის მიმართ უკანონობას აქვს ადგილი, წავიდეს სტრასბურგში, გაასაჩივროს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ამით დაამტკიცოს, რომ მასთან მიმართებით რაიმე დაირღვა. თუ ამას არ აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი თვითმიზანი არის მისი საპატიმროში ყოფნა. ოპოზიციას ნიკანორ მელიას გარეშე მოსვლა მოლაპარაკებებზე ისედაც სურდა, მათ ნიკანორ მელიასთან ერთად კი არა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისვლა სურდათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. გაიხსენეთ ზოგიერთი იმ პირის შეფასება, რომლებიც დაახლოებული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან", არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, პოლიტიკოსები, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას, რომ სწორი იქნება მოლაპარაკებებში ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ მათი თვითმიზანია ნიკანორ მელიას ციხეში ყოფნა,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა