პაატა იმნაძე - მომხრე ვარ იმის, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას

ვისაც აქვს ნდობა ჩვეულებრივი ტრადიციული ვაქცინების მიმართ, აქვს, ხოლო ვინც ელოდება ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანმო-ს რეკომენდაციას, მას შეუძლია დაელოდოს ამ რეკომენდაციას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმანაძე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში გამოყენებული ყველა ვაქცინა, რომელიც გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას.

„მომხრე ვარ იმის, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას. ეს მარტო ჩემს დამოკიდებულებაზე არ არის, არსებობს იმუნიზაციის საბჭო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს.

ვისაც აქვს ნდობა ჩვეულებრივი ტრადიციული ვაქცინების მიმართ, აქვს, ხოლო ვინც ელოდება ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანმო-ს რეკომენდაციას, იმას შეუძლია დაელოდოს ამ რეკომენდაციას.

არავითარი განსხვავება ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაში, ეს იქნება კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა თუ სხვა უკვე დიდი ხნის ვაქცინები, არ არსებობს, იმიტომ, რომ ერთნაირი ტექნოლოგიაა.

ნუ ვიტყვით ისე, რომ ჩვენთან დაიწყო ასე ნელა ვაქცინაციის პროცესი, ასე იყო ევროპის ქვეყნებშიც. თავიდან მიდის ეს პროცესი მდორედ და შემდეგ ნელ-ნელა აქტიურდება. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვაქცინის სახელს, თუ რა ერქმევა ვაქცინას“ , - განაცხადა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო