რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.

როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს, მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.

„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“,- განმარტავს ზაალ კაპანაძე.

ამ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 4 დაწესებულებას უარი ეთქვა „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო 10-მა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, უარი ეთქვა 2 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება.

ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა