დავით ჭიჭინაძე - გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები

თუ გახარიას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ შეექმნება და პასუხს არ გასცემს ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნურია და ივანიშვილის პროექტი, - ასე ეხმაურება „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გუნდის ჩამოყალიბებას.

მისივე შეფასებით, გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში.

„თუ პროკურატურაში არ დაიბარებენ, არც კითხვები ექნებათ მათთან, თუნდაც გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე, ზოგადად კი, თუ გახარია თავად არ ახსნის და პასუხს არ გასცემს იმ ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნურია და ივანიშვილის პროექტი. გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ ოპოზიცის ნაწილი მუდმივად პარლამენტში შედი-არშედიზე საუბრობს, შესულები გარეთ სწორედ გახარიას მეშვეობით დარჩებიან, კობახიძეზე გადაბარებულ „ოცნების“ ნარჩენებთან ერთად. ამ ყველაფერს კი ძალიან მალე დავინახავთ, თუ მის გუნდში ის უპრინციპო ბიზნესმენები დაიწყებენ გადალაგებას, ვისაც მხოლოდ საკუთარი კომფორტი აღელვებს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს