დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძის „მუქარა“, რომ სამართლის მიღწევას სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება, ვფიქრობ, უპერსპექტივოა

ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და ანა დოლიძის „მუქარა“, რომ სამართლის მიღწევას სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება, ვფიქრობ, უპერსპექტივოა, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი - სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის სარჩელი მასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა და დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა განმარტა, მაშინ მან განცხადებები ანა დოლიძის „ცილისმწამებლური კამპანიის საპასუხოდ გააკეთა, როგორც ადამიანის, მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“. აქედან გამომდინარე, დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებები შეესაბამება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე მის საფუძველზე მიღებულ კანონდებლობას.

რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მოსამართლის აცილების თაობაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დიმიტრი გვრიტიშვილი განმარტავს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მოსაზრების გამო, თუნდაც მხარის მიერ გამოთქმული უნდობლობისა და კრიტიკული დამოკიდებულების გამო საქმისგან მოსამართლის ჩამოცილება არ ხდება. ის ფაქტი, რომ ანა დოლიძემ გარკვეული კრიტიკული შეფასება გამოხატა, თუნდაც ერთი მოსამართლის მიმართ, ვერ გახდება ვერც ერთი მოსამართლის აცილების საფუძველი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანა დოლიძემ მთელი თავისი „მოღვაწეობის“ ფარგლებში თითქმის ყველა მოსამართლეს მიაყენა შეურაცხყოფა, ყველა მოსამართლის საქმიანობას უარყოფითად აფასებდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში აცილების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამ კუთხითაც საქართველოს უზენაესმა სამართლომ საქმე პროცედურის სრული დაცით განიხილა“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძე რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაში მუშაობაში დაადანაშაულა. გვრიტიშვილის თქმით, ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში იმყოფებოდა და მუშაობდა რუსული ორგანიზაციისთვის, ანა დოლიძემ კი სასამართლოს მეშვეობით ამის უარყოფა მოითხოვა. ფაქტების უარყოფის მოთხოვნით სამწლიანი სამოქალაქო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. ანა დოლიძის სარჩელი სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა