გერმანელი ექსპერტის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ფერდობზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა

გერმანელი ექსპერტის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა. როგორც ნიუმანმა მეწყერსაშიში ზონის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა სამუშაომ, რომელიც ადგილზე განხორციელდა, შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, მიღწეული დროებითი სტაბილურობა მუდმივ რეჟიმში უნდა გადავიდეს.

„უნდა გახსოვდეთ, რომ მსგავსი მოვლენა არის როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არის საკმაოდ დინამიური. უნდა იმოქმედოთ საკმაოდ სწრაფად. არ არის გათვლების და გეგმების დასახვის დრო. ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიების კომბინირება - მიწის ნაწილის მოხსნა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ ნაპრალების ამოვსება და დისკუსია ამის შესახებ ამ ეტაპზე უადგილოა. გულზე მომეშვა იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

თავიდან დეფორმაცია ღრმავდებოდა და შემდეგ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, 1-2 დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა. ყველა ღონისძიება, რომელიც ჩატარდა, შედეგი მოგვიტანა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს - პირველი ის, რომ უნდა მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილები. ამასთან, ეს დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ მუდმივ რეჟიმში. სწორედ ამ ამოცანას ვასრულებთ“,- განაცხადა ექსპერტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა