„მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო მაღალაშვილმა აღნიშნა, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი მუმლაძის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავენ.

„გავმართეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან 5-დღიან კარანტინთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აქციის შემდეგ მოხსნეს. ვთხოვდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავლაპარაკებოდით, რა თქმა უნდა, პოლიციამ არ შეგვიშვა, რის შემდეგაც რამდენიმე აქტივისტმა სცადა „ქართული ოცნების“ შენობის წინ განეთავსებინა წარწერები პულივიზატორით, არც კი დააცადეს და ისე დაიჭირეს ჩვენი წევრები: გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია, ალბერტ მერებაშვილი და ნინა ცისკარიშვილი. 18:00 საათზე ვმართავთ აქციას გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვანო მაღალაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო