„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი სიორიძემ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ექსპერტებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტებმა „ლელოს“ მოსაზრებების და პოზიციების მიმართ დაინტერესება გამოხატეს. ასევე, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და ზოგადი კონტექსტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.