სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სემეკის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, სემეკი განიხილავს სადავო საკითხებს სხვადასხვა სუბიექტს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობა და ამ კუთხით ინფორმაციის გაზიარება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სადავო საკითხების მოკლე დროში გადაწყვეტასა და მედიაციის გზით მოგვარებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის თქმით, მედიაცია დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმია და ეს გახლავთ კეთილგონივრული დიალოგის ფორმატი დავის მხარეებს შორის, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა მათი ინტერესის გათვალისწინებით, დავა ორმხრივად სარგებლიანი შეთანხმებით დაასრულონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა