პაატა ტრაპაიძე - მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე 2-3 კვირაში კვლევები უნდა ჩატარდეს, რომელიც დაგვანახებს, რა ღონისძიებების დასახვა შეიძლება დროებითი სტაბილიზაციის გრძელვადიანში გადატანისთვის

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებლის, პაატა ტრაპაიძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია და მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპზე არ განიხილება.

როგორც ტრაპაიძემ გერმანელ ექსპერტებთან ერთად ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კვლევები, რათა გრძელვადიანი სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმოს.

„გადაუდებელმა ღონისძიებება მოიტანა სტაბილიზაცია. დღეს მეწყერის მოძრაობა პრაქტიკულად გაჩერებულია და ამჟამად მილების უსაფრთხოებაც დაცულია. ასევე, გადაუდებელი ევაკუაციის გეგმა და სხვა რამე ღონისძიებები, რაც ადამიანის საფრთხესთანაა დაკავშირებული, არ განიხილება.

ამჟამად ბევრი კვლევა მიმდინარეობს და ასევე ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს მომდევნო 2-3 კვირაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, რა ღონისძიებების დასახვა შეიძლება დროებითი სტაბილიზაციის გრძელვადიან სტაბილიზაციაში გადატანისთვის“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა