გიგა ბოკერია - გიორგი მუმლაძეს ბრალის წაყენებას უპირებენ, არის რისკი, პატიმრობაში დატოვონ, თუ ასე მოხდება, ის კიდევ ერთი პოლიტპატიმარი იქნება ივანიშვილის რეჟიმის ხელში

სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას უპირებენ. არის რისკი, რომ პატიმრობაში დატოვონ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, თუ გიორგი მუმლაძეს პატიმრობაში დატოვებენ, ის „კიდევ ერთი პოლიტპატიმარი იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში“.

„საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩეული პროფესორი გიორგი მუმლაძე დაკავებულია. დაკავებულია უბრალოდ ადმინისტრაციულით კი არა, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, მას სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას უპირებენ. არის რისკი, რომ პატიმრობაში დატოვონ. თუ ეს ასე მოხდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მუმლაძე იქნება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში.

ჩვენ, მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, რომ ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები ყველაზე აქტიური ჯგუფი იყო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოხატავდა სამოქალაქო პროტესტს. მე, როგორც მოქალაქე, მათი მადლიერი ვარ“, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით არის დაკავებული.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს