ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, ადგილობრივ არჩევნებში კი მონაწილეობას მიიღებს

იმ წიაღსვლებში შესვლა ვინ, ვის, რა მოაგებინა, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო დამაზიანებელია - კითხვაზე: ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თუ არა გახარია?! პასუხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პროცესშიც გამოჩნდება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი სამხარაძის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას „20 ივნისის შემდეგ, როცა მთელი საქართველო აგინებდა და მისი რეიტინგი 0% იყო, პარტია დაუდგა გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“.

ამასთან, ლილუაშვილმა მმართველ გუნდში დარჩენილებს მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ღირებულებებთან თანხვედრი პოზიციები გააჩნიათ, გადადგან ნაბიჯი და ახალ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდნენ.

„იმ წიაღსვლებში შესვლა, ვინ, ვის, რა მოაგებინა, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო დამაზიანებელია. ერთი მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატობა და კაცობა ამჯობინეს სახელმწიფოებრივ საქმესო, მეორე მხრივ, ბატონი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ კაცობა და მეგობრობა არ არის, როდესაც პარტიას ტოვებ. ახლა მათი პოზიციონირება მესმის, ცოტა გაურკვეველ სიტუაციებში არიან. ახლა ყველა მხარე - როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია ეცდება, რომ ამ პოლიტიკური ძალის რადიკალიზაცია მოახდინოს. ეს ჩვენთვის გასაგებია!“, - განაცადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის შეფასებას, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ, ლილუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვარაუდს საფუძველი არ აქვს.

„კითხვაზე: ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თუ არა გახარია?! პასუხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პროცესში გამოჩნდება, როდესაც პარტია ოპონირებას დაიწყებს“, - აღნიშნა მან.

ლილუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობის წევრების გადაბირებით, შესაძლოა, პარლამენტში კრიზისი შექმნას და ქვეყანა ახალ არჩევნებამდე ამ გზით მივიდეს, ლილუაშვილი გახარიას მიერ პარლამენტში „პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად“ შექმნის შესახებ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს.

„ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესში ვართ! ეს პროცესი განგრძობითია და თუ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი თვლის, რომ ჩვენთან ღირებულებები და ფასეულობები აერთიანებს და დღევანდელი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის ნაწილიც აღარ შეესაბამება ქართველი ხალხის, ამომრჩევლის ინტერესებს, შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას - ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შემოუერთდეს!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას გახარიას პარტიის ფორმირების, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გეგმებსა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უკვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო