შს სამინისტროსთან მოძრაობა „საქართველოს“ წევრები გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები დღეს ,,ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი მუმლაძე დაკავებისას თავს იცავდა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მუმლაძე გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვადასხვა მეთოდებს აირჩევენ.

,,დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ გიორგი მუმლაძის დაკავებას, იცით, რომ ,,ქართული ოცნების” ოფისთან ხუთი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ლიდერს წაუყენეს სისხლის სამართლის საქმე და ედავებიან პოლიციელის კბენას. მთელმა საზოგადოებამ ნახა პოლიცია როგორ ძალადობდა და როგორ ძალადობს გიორგი მუმლაძეზე. მას ფიზიკურად უსწორდებიან ხოლმე და ყველას გვაქვს თავის გადარჩენის ინსტინქტი, ამ შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძემ დაიცვა თავი, რადგან მას შსს-ს თანამშრომლები ახრჩობდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გიორგი მუმლაძე მალე გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვადასხვა მეთოდებს ავირჩევთ”, - აღნიშნა "მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო მაღალაშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, ერთი პირი, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო