ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია

გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ამ შემთხვევში ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უმრავლესობიდან წასული დეპუტატების და გიორგი გახარიას პოლიტიკური მომავლის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია მისთვის ოპოზიციას არ წარმოადგენს.

„სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირველი, ამ რეჟიმის შეფასება, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, ადამიანების დარბევაზე. თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?! შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ შეიძლება პოლიტიკურ განზომილებაში მასზე საუბარი. ახლა, ჩემთვის, არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დღეს დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს არც ოპოზიციას და არც მსგავს ოპოზიციურ პარტიასთან მიახლოებულს“,-აცხადებს დეკანოიძე.

კითხვას, შეიძლება თუ არა განიხილონ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დეკანოიძე პასუხობს, რომ „მას არ სჯერა ბიძინა ივანიშვილი რომ ყოვლისშემძლეა“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ირღვევა, ამასთან იშლება პარლამენტშიც.

„თუ რაიმე სახის პოლიტიკური კონიუნქტურა ექნება გიორგი გახარიას და მასთან ასოცირებულ ადამიანებს, პირველ რიგში, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება“ ირღვევა. ასეც არის, „ქართული ოცნება“ დაირღვა, იშლება პარლამენტშიც“,-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან, პარლამენტში კი, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს