სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტულ სპეციალისტს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრები საკალათბურთო კლუბის „ბასკონიის" და საფეხბურთო გუნდის „ალავესის" გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების საკითხები განიხილეს.

„ აღინიშნა, რომ წლების წინ, როდესაც ხესუს ვასკესს ქალაქ ვიტორიას ვიცე-მერის პოზიცია ეკავა, იმ პერიოდში ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სპორტული აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მაშინდელ ვიცე-მერს მიუძღვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს დაკვეთით, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ესპანურმა კომპანიამ იმუშავა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა ხესუს ვასკესმა მიიღო. ამ ეტაპზე კი, სამინისტრო სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე იწყებს მუშაობას და კომიტეტის სურვილია აღნიშნულ სტრატეგიის მომზადებაში ასევე ჩაერთოს ესპანელი სპეციალისტი თავის გამოცდილ გუნდთან ერთად.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნეს და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. ესპანელ სპეციალისტთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა