შს სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით მიმდინარე აქცია დასრულდა.

აქტივისტები ,,საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

ისინი გიორგი მუმლაძის გასამხნევებლად ზაჰესის დროებით მოთავსების იზოლატორში წასვლას და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას გეგმავენ.

,,საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ალიკა კუპრავას განცხადებით, თუ ხვალ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ პიროვნებებს არ დააკავებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

,,მთელი ძალოვანი სისტემა გადასულია რეპრესიების ახალ ტალღაზე, გიორგი მუმლაძე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. სისტემა არ პატიობს გიორგი მუმლაძეს ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეურაცხყოფას და ამის შემდეგ, გიორგი მუმლაძე არის მუდმივი შევიწროების მსხვერპლი. დღეს გაუაზრებელი და გაუგონარი ბრალდებით არის გიორგი დაკავებული, ნაცვლად პოლიციელებისა გიორგი მუმლაძე დააკავეს. მოგიწოდებთ ყველას, აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს, ხვალ შესაძლოა გაიმართოს გიორგი მუმლაძის პროცესი, ამასთან შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან, სადაც დავსვამთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს და თუ ხვალვე არ დააკავებენ ამ ადამიანებს, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ვისაც სურვილი გაქვთ, დღეს წავიდეთ ზაჰესში, სადაც სისტემას გამომწყვდეული ჰყავს გიორგი მუმლაძე და "კომენდანტის საათის" პერიოდში გავამხნევოთ ჩვენი თანამებრძოლი”, - აღნიშნა ალიკა კუპრავამ.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, შს სამინისტროსთან, სადაც მოძრაობა „საქართველოს“ წევრები აქციას მართავდნენ, დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ კი სამინისტროს ტერიტორია დაატოვებინეს, რასაც შეხლა - შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა