ირაკლი კიკნაველიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა

პარტია „ევროპული საქართველო“ ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და სჯერა, რომ ასეთად დარჩება.

როგორც კიკნაველიძე წერს, დრო მოვიდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანი ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის”, - წერს კიკნაველიძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს