თენგიზ ცერცვაძე - თუ მესამე ტალღა ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე კლინიკური სექტორი დადგება

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი „ლოკდაუნია“,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის დროს, კლინიკური სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება.

„როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ისევე ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მზადაა. გაცნობიერებული გვაქვს, რომ თუ მესამე ტალღა ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი, ბუნებრივია გადაივსება.

თუ როგორ გაართმევს კლინიკური სექტორი თავს ამ გადატვირთვას, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეიზღუდება, თუ გახსნილი დარჩება ეკონომიკა, რამდენად ნორმალური დარჩება ადამიანების ცხოვრება. კლინიკურ სექტორზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კეთდება, რომ მზად იყოს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ გავუმკლავდით, მართალია ხარვეზებით, დაბრკოლებებით, სიძნელეებით, მაგრამ ხომ გავუმკლავდით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ტალღას?! ხომ არ მომხდარა სიკვდილობის დრამატული ზრდა, არავინ დარჩენილა ბინაზე, განსხვავებით ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან, არავინ დარჩენილა უჟანგბადოდ.

მინდა მივმართო მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს, რომლებიც საქმეში ჩაუხედავობის გამო, ან შეგნებულად, იმისთვის რომ უნდობლობა დათესონ მოსახლეობაში, ექიმების, ჯანდაცვის სექტორის, ხელმძღვანელობის მიმართ, „აი ჩვენთან არის ეს ყველაფერი ცუდად, ჩვენთან არ ზრუნავენ ხალხზე და უცხოეთში შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ არის“ რა ლოკდაუნები არ არის?! გადახედეთ რომ მიხვალთ სახლში ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი „ლოკდაუნია“.

გუშინ „ფეისბუქზე“ ერთი ჯგუფი წერდა „ ნახეთ, ჩეხეთის მთავრობამ მოხსნა „ლოკდაუნი“ აი ასეთი მთავრობა უნდა, რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს, აბა ჩვენი მთავრობა ამას ხომ არ გააკეთებს?!“ სინდისიც კარგი საქონელია! რა ჩეხეთზეა საუბარი?! მათ სანახევროდ მოხსნეს. ჩეხეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შეზღუდვების ქვეყნად, უმკაცრესი „ლოკდაუნი“ იყო, რომელიც ჩვენთან არ იყო“,-აცხადებს ცერცვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს