ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ

ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავღანეთში აშშ-ის 2 500-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ხოლო მათ გარდა იმყოფება კიდევ 7 000-მდე არაამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათი უმრავლესობა ძირითადად ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან არიან, ასევე არიან ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და საქართველოდან.

”მე აქ ვარ, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლო ჩვენს მოკავშირეებთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იმ პრინციპით, რომელიც ჩვენ თავიდანვე დავადგინეთ: ერთად შევედით, ერთად გავიარეთ ადაპტირება და ერთად გამოვალთ. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მომდევნო თვეების განმავლობაში ავღანეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხო და კოორდინირებულ გაყვანაზე ”, - განაცხადა ბლინკენმა.

მანამდე გერმანიამაც განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარისკაცებს აშშ-სთან ერთად გამოიყვანს. გერმანიას ავღანეთში დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში დარჩენილი 2500 ამერიკელი სამხედროს ქვეყნიდან გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა