ეკა ბესელია - არ შეიძლება, როცა ადამიანი ერთი თვის წინ შენი გუნდის პირველი ნომერი იყო და ჯერ კარში არ არის გასული, ფეხდაფეხ ძალიან უკმეხ კომენტარებს მიაყოლებ

გახარიას მიმართ კეთილგანწყობა რომ არ იყო გუნდში, ეს ახლა გამოჩნდა. ძალიან ღია კრიტიკა დაიწყეს, მისი წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენჯერმე იდგა ,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გუნდის ჩამოყალიბება შეაფასა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, თუ გიორგი გახარიას მიზანია „ქართული ოცნების“ შეცვლა, ამას ძალიან მკვეთრი პოზიციონირება დასჭირდება და არა „ენის მოჩლექვით საუბარი“

„გახარიას მიმართ კეთილგანწყობა რომ არ იყო გუნდში, ეს ახლა გამოჩნდა. არ შეიძლება ერთი თვის წინ შენი ლიდერი იყოს, გუნდის პირველი ნომერი, უცებ მიდის ადამიანი, ჯერ კიდევ კარში არ არის გასული და ფეხდაფეხ მიაყოლებ ძალიან უკმეხ კომენტარებს. დღეს უკვე ვნახეთ, რომ ძალიან ღია კრიტიკა დაიწყეს მისი. ეს ასე არ ხდება, თუ წინ არ უძღვის დაძაბულობა.

გახარიას მიმართ ეს განწყობები იყო. მე როგორც ვიცი, მისი წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენჯერმე იდგა. შესაბამისად, მან აირჩია გამოსავლად კონკრეტული მომენტი, რომელიც მისთვის ნამდვილად მომგებიანი იყო, არ აიღო თავის თავზე ის სიმძიმე, რაც გადავიდოდა მასზე, თუ ნიკა მელიას დაპატიმრება მისი პრემიერობის დროს მოხდებოდა, მან მონახა კონკრეტული მომენტი, ეს სწორი სვლა იყო.

მეორე მომენტია, წასვლის შემდეგ რატომ უნდა შემობრუნდეს, თუ რაიმე კონკრეტული მიზანი არ არის. თუ მიზანია „ქართული ოცნების“ შეცვლა, ამას ძალიან მკვეთრი პოზიციონირება დასჭირდება და არა ენის მოჩლექვით საუბარი, როგორც დღეს მისი თანაგუნდელების მხრიდან იგრძნობოდა ბრიფინგზე“ ,- აცხადებს ეკა ბესელია.

კითხვაზე, თუ განიხილავს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკუთარ თავს გიორგი გახარიას გუნდში ვერ ხედავს.

„არც თვითონ არ მალავდა ჩემს მიმართ კარგ განწყობას, არც მე არ ვმალავდი. ინტელექტუალური ურთიერთობა გვქონდა, მე მასთან დიალოგი ყოველთვის შემეძლო, მაგრამ ერთ პოლიტიკურ გუნდში ვერ ვხედავ ჩემს თავს. ამისთვის ძალიან მკაფიო „წითელი ხაზი“ მაქვს. თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პერიოდში, როდესაც მე წამოვედი გუნდიდან და საშინელი პერსონალური შეტევა იყო ჩემს მიმართ. ეს უმნიშვნელო ამბავი არ არის“, - აცხადებს ბესელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს