დროებითი მოთავსების იზოლატორთან მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა დაკავებული აქტივისტის გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ზაჰესში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორთან მოძრაობა "საქართველოსთვის” წევრებმა სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი მუმლაძეზე ძალადობა ბევრჯერ განხორციელდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება არასრულფასოვნად აწარმოა.

,,ივანიშვილის რეჟიმი გადავიდა რეპრესიების მორიგ ტალღაზე და აქტივისტებს აკავებენ უკვე სისხლის სამართლებრივი წესით. გიორგი მუმლაძე ამ სისტემას ამოღებული ჰყავს მიზანში, მასზე ბევრჯერ განხორციელდა ძალადობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება არასრულფასოვნად აწარმოა, რამაც ხელფეხი გაუხსნა კრიმინალებს, რომლებიც პოლიციის ფორმაში არიან გახვეულები და თითქოს სამართალდამცავებს წარმოადგენენ. ადამიანები, რომლებიც ჩვენ უნდა გვიცავდნენ, ძალადობენ ჩვენზე და ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა დიქტატურა დაამყაროს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე”, - აღნიშნა ალიკა კუპრავამ.

შეგახსენებთ, ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი მუმლაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იხილეთ ვიდეო:დროებითი მოთავსების იზოლატორთან მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა დაკავებული აქტივისტის გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო