GWP გლდანის რაიონში სატუმბო სადგურზე და რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

„სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და 17 აპრილის დილის 08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:

გლდანის III-დან VIII მ/რ-ს ჩათვლით, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას. ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კობერიძის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, პატარა ტბის და მიმდებარე ქუჩებს.

რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში შენგელიას, ხიზანიშვილის და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე წყლის დინებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა