გიგი უგულავა - 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 15 მაისის აქცია მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრაზი და პროტესტი გამოხატოს.

როგორც უგულავამ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რეგიონში პირველი გასვლის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან და მოუსმენენ ამომრჩევლებს. მისივე თქმით, 15 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღი იქნება.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უმნიშვნელოვანესი თარიღია იმიტომ, რომ ეს იქნება ათიათასობით ადამიანისთვის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პროტესტი და ბრაზი. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე, პროტესტს, იმედგაცრუებულ გაბრაზებულ ადამიანებს. ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება. იჭერენ აქტივისტებს, სახლში, თავის მიწა- წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილუზორულ განცდას, გეგონება საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე. ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს. ამისთვის არის აუცილებელი, რომ შევიკრიბოთ და შევცვალოთ - შევიკრიბოთ და გავუშვათ. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანასა და განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყველა მიმართულებით ჭრის განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება მთავარი ლაიტმოტივი“,- განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო