გიგი უგულავა - პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა არსებითად შეუწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას - ხელისუფლება საპირისპირო გზით მიდის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლება ვითარების დეესკალაციას მოახდენდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ საქმეზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება და არა სასამართლომ. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„მიგვაჩნია, რომ მაგალითად, სამართლებრივად სწორი და პოლიტიკურად გონიერი სახელმწიფოებრივი გადაწვეტილება რომ მიეღო მოსამართლეს გუშინწინ, სიტუაციის არსებითი დეესკალაცია იქნებოდა, თუ ნიკა მელია გარეთ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას და არა სასამართლო. საპირისპირო გზით მიდის, ამიტომ არის, რომ მათ ხელშია ეს გასაღები. პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა არსებითად შეუწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას და ამ საკითხის გადაწყვეტა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებაზეა. ამიტომ, პასუხისმგებლობაც ხელისუფლებაზეა. ჩვენი წინადადებები იციან, ჩვენი გეგმა არის ვესაუბროთ, მოვუსმინოთ ხალხს, გავუზარდოთ მოტივაცია, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი შევიკრიბოთ და შევცვალოთ“, - განაცხადა უგულავამ.

მისი შეაფსებით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება.

„დემოკრატია შემდეგნაირად მუშაობს, როდესაც არის კრიზისი, მისი განუხტვის შესაძლებლობა არის რიგგარეშე არჩევნები, როდესაც არის კრიზისი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას და ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, 13 აპრილს, სასამართლომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა