ლელა ქებურია - გახარიას გუნდი ჯერჯერობით გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“

„ევროპული საქართველოს“ სპიკერის, ლელა ქებურიას შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდი გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“.

როგორც ქებურია აცხადებს, პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გახარიას გუნდს მმართველი გუნდისგან განსხვავებული ხედვა არ აქვს.

„გახარიას გუნდი ჯერჯერობით გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ იმიტომ, რომ არცერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ამ გუნდის რიტორიკა არ განსხვავდება „ქართული ოცნების“ რიტორიკისგან, განსაკუთრებით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრებია. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არც წარსულის გააზრების მიმართულებით არის რამე განსხვავებული რიტორიკა ამ გუნდისგან. ამიტომ ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ ისინი პოზიციონირებას, ჯერჯერობით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ქებურიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, როგორც ქებურიამ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ როგორც ინდივუდუალურად, ასევე ოპოზიციასთან ერთად საზოგადოებასთან ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს - 15 მაისის აქციის საკითხზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„დღეს ოპოზიციის შეკრება იმართება კახეთში. რამდენიმე დღეში იქნება აჭარაში. „ევროპული საქართველო“ აქტიურად იქნება ჩართული როგორც ოპოზიციასთან კოორდინაციაში, ასევე ცალკე, როგორც „ევროპული საქართველო“. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ჩვენს მოქალაქეებთან ორი ძირითადი მიმართულებით - ერთი ეს არის მზადება 15 მაისისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენსავით ფიქრობს, იყოს პროტესტის აქტიური მონაწილე და ასევე ვაგრძელებთ მზადებას ვადამდელი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ქებურიამ.

იხილეთ ვიდეო:ლელა ქებურია - გახარიას გუნდი ჯერჯერობით გამოიყურება, როგორც "ქართული ოცნების" გეგმა "ბ"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა