ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და გაგრძელებაც შესაბამისი ექნება

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მხარდამჭერი 6 დეპუტატის მმართველი გუნდიდან წასვლას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არასწორია და როდესაც პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმა ასე იწყება, გაგრძელებაც ასეთი იქნება.

„სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტიას დატოვეს. ისინი საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს