ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი

ოპოზიციის განცხადებები „საერთო სახალხო ერთობაზე“ არის ფუჭი - ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის რეგიონებში გასვლისა და 15 მაისის აქციისთვის მზადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ცხოვრების მთავარი დღის წესრიგია დესტაბილიზაცია.

„საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში საერთო სახალხო ერთობა დგება ხოლმე არჩევნების შემდეგ, ამ საერთო სახალხო ერთობას, რომელიც ამომრჩეველმა ასე მრავალფეროვნად წარმოუდგინა ჩვენს ქვეყანას, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი კრეს. მათი განცხადებები საერთო სახალხო ერთობაზე არის ფუჭი განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არ დევს და მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია მოხდეს ამ ქვეყანაში, ერთობა დესტაბილიზაციისთვის - ეს არის მათი ლოზუნგი, შანსები დესტაბილიზაციის არის მინიმალური,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო