ირაკლი კობახიძე - აშშ არის ჩვენი ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი, ისევე, როგორც ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი.

როგორც კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შეფასებისას აღნიშნა, აშშ-სთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება საქართველოს სასიცოხლო ინტერესებშია.

„საინტერესოდ წარიმართება ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში. გვქონდა შეხვედრა სენატორ რიშთან. ვისაუბრეთ როგორც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროსებზე. ასევე გვქონდა შეხვედრა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ასევე თეთრი სახლის წარმომადგენლებთან - ჯორჯ კენტთან და კრის სმიტთან, ასევე კონგრესმენებთან - კინზინგერთან და კონოლისთან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ რუსეთი რაღაცნაირად კვლავ ახერხებს თავისი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეშფოთების საგანია.

ასევე, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი და როგორ ვხედავთ პროცესის განვითარებას. ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება.

ვიზიტის დასასრულს შევაჯამებთ ყველა შეხვედრას და ბუნებრივია, იქ იქნება კონკრეტული დასკვნები გამოტანილი ამ შეხვედრებიდან და იქნება კონკრეტული დასკვნები.

„მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი, ისევე, როგორც ის არის ჩვენი ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. მისი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. მჭიდრო მხარდაჭერა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. ამერიკის შეერთხებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩვენი სუვერენიტერტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, არის ჩვენს სასიცოხლო ინტერესებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო