ბათუმში, პიაცას მოედანზე დასაქმების ფორუმი სახელწოდებით - „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება

ბათუმში, პიაცას მოედანზე, ხვალ, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმი სახელწოდებით - „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

„დასაქმების ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.

დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.

ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა