კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა, მან დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ კი კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად უცხოეთში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო:რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს თუ რა ხდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია - კახა კალაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა