სასამართლო თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს

თელავის რაიონული სასამართლო საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს.

სხდომაზე მოკლული ზურაბ საჩიშვილის ადვოკატი მოსამართლის აცილების საკითხს დააყენებს. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ზურაბ საჩიშვილი და მოსამართლე მეზობლები არიან, მათ წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ობიექტურობიდან გამომდინარე, მოსამართლის აცილების საკითხი უნდა დადგეს.

კაკაბაძის მტკიცებით, საქმე ეხება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რის დამტკიცებასაც შესაბამისი მტკიცებულებებით აპირებს.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. საქმის ნაფიც მსაჯულებისთვის გადაცემის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულმა დააყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა