კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მერია პროექტის შესახებ ასეთი ადამიანების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას აღნიშნა, ეს სივრცე ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს სივცრე და როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანების ჩართულობას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გაერთონ, დაისვენონ“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო