შალვა კერესელიძე - რაკი მაჟორიტარად „ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ მთლიანად „ოცნების" დამსახურებაა - ძალიან ბევრმა პარტიას გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი

რაკი მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთა-თიანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად „ქართული ოცნების" დამსახურებაა - ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართული ოცნების" ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი, - ასე პასუხობს უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასული მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი შალვა კერესელიძე „ქართული ოცნების" წევრებს, რომელთა აზრითაც, „ქართული ოცნებიდან" წასულმა მაჟორიტარებმა სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვონ და შუალედურ არჩევნებში ხელახლა იყარონ კენჭი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყოლია, მაგრამ ისეთი რეიტინგული, როგორიც გახარიაა, არავინ იყო".

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში აიღო. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მცხეთა-თიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა", - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო