ალექსანდრე მოწერელია - მელია და რურუა პოლიტპატიმრები არ არიან - რადიკალურად განწყობილ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობაც“

რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, მათ შორის არის „ნაციონლური მოძრაობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებს, მოწერილია აღნიშნავს, რომ მელია და რურუა არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია. მოწერელია ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, სახეზე გვაქვს რადიკალიზებული გარემო.

„პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველი რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალიზებული გარემო და დაპირისპირება. დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითამაშრომლებთ, მათ შორის, არის „ნაციონლური მოძრაობა“ და სხვაც“, - განაცხადა მოწერელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო