თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები აქცია -პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეებს ხელში სამართალდამცველების სურათები უჭირავთ, წარწერით: „ზონდერი".

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გუშინ შს სამინისტროსთან დააკავეს, მაშინ როდესაც მოძრაობა „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი მუმლაძისთვის თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებდნენ.

„გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ დააკავეს. გიორგი მუმლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვაპროტესტებდით და ვიცით, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ეს ადამიანები, რომლებიც ფოტოებზეა ასახული, გამოირჩევიან აქტივისტების მიმართ ძალადობით. სწორედ ამ ადამიანების ფოტოები მოვიტანეთ, ვინც გამოირჩევიან აგრესიით", - განაცხადა ბიძინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო