„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის განცხადებით, თბილისში, 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, 150 ადამიანი გარდაიცვალა

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, თბილისში, 2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, 150 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე განმარტებით, ბოლოდროინდელი გახშირებული უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, რაც გამოწვეული იყო გაზის დანადგარების და გაზის ხელსაწყოების არასწორი მოხმარებით, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გადაწყვიტა აბონენტები პრევენციის მიზნით კიდევ ერთხელ გააფრთხილოს.

„მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს აბონენტს, მკაცრად დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხოების წესები. დაემორჩილონ ჩვენი თანამშრომლების მითითებებს. არ მიაერთონ თვითნებურად გაზის ხელსაწყოები. ასევე, გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში სასწრაფოდ დარეკონ 114-ზე.

თბილისში 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობით და ჩვენი სპეციალისტების რჩევების იგნორირებით, 150 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო უახლოესი 30 დღის განმავლობაში (მარტის თვის სტატისტიკა) 23 უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის, CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად, არის გარდაცვალების ფაქტებიც. გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა გაზაფხულის პერიოდი“,- განაცხდა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით აბონენტების 40% ყურადღებას არ აქცევს „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების მითითებებს და ღია წვის კამერიან ხელსაწყოებს მოიხმარს.

„ბოლო დროს 22 გარდაცვლილი ადამიანიდან, 21 შემთხვევაში გეგმური შემოწმებისას იმყოფებოდნენ „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები. დანადგარი, რომელმაც გამოიწვია ინტოქსიკაცია და სიკვდილი, გაზის ქსელიდან ჩახსნილი ჰქონდათ, შემდეგ ამ აბონენტების მხრიდან თვითნებურად მოხდა გაზის დანადგარის მიერთება“,- აღნიშნა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო:თბილისში, 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, 150 ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა