ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღას უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვიდრე მეორე ტალღის დროს

სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები. უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ. შიდა ქართლში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა სამეგრელო-ზემო-სვანეთში, მაგრამ, თანდათან, ალბათ ყველგან გვექნება მატება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გორში, ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას განაცხადა.

„მეორე ტალღის დროს ძალიან დიდი დაწოლა იყო და პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც კოვიდთან ბრძოლაში, ამ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჩვენი კოლეგები ეწევიან.

მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დაიწყო ქვეყანაში, არის იმუნიზაცია, რომლის გარეშეც ეს ეპიდემია ვერ დამთავრდება და ამაში დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. რადგან „გორმედი“ ერთ-ერთი მთავარი ქსელია შიდა ქართლში, რეგიონში ასევე გვაქვს ჰოსპიტალი, იქაც გახლდით და უკვე შევხვდი სამედიცინო პერსონალს. ქვეყანაში მილიონ შვიდასიათასი ადამიანი მაინც უნდა აიცრას, რომ სტაბილური ვითარების საფუძველი გვქონდეს. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი - ერთი ის, რომ სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები, უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ, შიდა ქართლში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა სამეგრელო-ზემო-სვანეთში, მაგრამ, თანდათან, ალბათ ყველგან გვექნება მატება. ამ მხრივ გამოცდილება უკვე მიღებულია ჩვენი სამედიცინო ქსელის მიერ და სასურველია, რომ ამ მესამე ტალღას, რომელიც შეიძლება არ იყოს ისეთი მძიმე, როგორიც მეორე იყო, მაგრამ მაინც უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვიდრე მეორე ტალღის დროს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" პერსონალთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა