17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, მწერალ ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, 17 აპრილს, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საპროტესტო აქციები ერთდღიანი არ იქნება, არამედ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.

„შაბათს, 18.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება. შაბათს დაიწყება და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს საკითხი ნორმალური, ცივილური ფორმებით არ გადაიჭრება“, - განაცხადა პაიკიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამეც გაათიონ და პროტესტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა