პროკურორის განცხადებით, ვახო სანაიას ჩვენება კამერის ჩანაწერებთან სრულ თანხვედრაშია

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმის პროკურორის ხატია ყანდიაშვილის განცხადებით, დაზარალებულ სანაიას ჩვენება კამერის ჩანაწერებთან სრულ თანხვედრაშია. პროკურორის განმარტებით, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში იყო, გამოკითხულია.

"პროკურატურის პოზიცია იყო ასეთი, რომ სამივე ბრალდებულის შემთხვევაში, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ყველა პირი, ვინც ფაქტის შემსწრე იყო, მათ შორის, მაშველები, მძღოლი, დაზარალებულ სანაიას თანმხლები ყველა პირი გამოკითხულია გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვის ყველა ოქმი სასამართლოში წარმოდგენილია. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერდა კამერის ჩანაწერი. ორივე დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც წარმოდგენილია. კამერის ჩანაწერი ასახავს გარკვეულ მონაკვეთებს და ის დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია",- განაცხადა ყანდიაშვილმა.

ცნობისთვის, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა