Bloomberg - ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 54.8%-მა მიიღო, ჩილეში 26%-მა, აშშ-ში კი 23%-მა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 832 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.4%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.8 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 194 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 175 მილიონი, ინდოეთში 114 მილიონი, ევროკავშირში კი - 101 მილიონი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.8% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 26%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 23%-ით, მეოთხე ადგილზე მაროკოა, სადაც მოსახლეობის 11%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 54.8%-მა მიიღო, ჩილეში 26%-მა, აშშ-ში კი 23%-მა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა