მარტში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 201 ლარს შეადგენს

2021 წლის მარტში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 201ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარტში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა.

გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 201.0 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 197.2 ლარი იყო.

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის შემცირებული. შარშან მარტში საარსებო მინიმუმი 206.1 ლარი იყო.

მათივე მონაცემებით, თებერვალთან შედარებით, მარტში 3.4 ლარითაა გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 178.1 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182.6 ლარს შეადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა