ვარლამ გოლეთიანი - ჩვენს აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, სოფელ გუმათში, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას მართავენ, „ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფი იყრის თავს და შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება“. როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა ჯგუფზეა საუბარი, ამაზე „რიონის ხეობის მცველებს“ ინფორმაცია არ აქვთ, უბრალოდ იციან, რომ „დგანან რაღაც ჯგუფები, რომელთაც სხვადასხვა აქციაზე, ზოგადად ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება“.

აქედან გამომდინარე, გოლეთიანის განმარტებით, არ არის რთული მისახვედრი რისთვის შეიძლება მიდიოდეს ეს ჯგუფი გუმათში. მისი თქმით, შესაძლო დაპირისპირების ფაქტს „რიონის ხეობის მცველები“ გაემიჯნებიან.

„არცერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს, ასეთი დეკლარირებული პეტიცია გვაქვს, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. ახლა ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ჩვენს აქციაზე იყრიან თავს. ცოტა ხნის წინ მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს აქ, ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია. ამიტომ ამ ყველაფერზე თავის არიდებისა და პრევენციისთვის ვაკეთებ განცხადებას, რომ მთელ ამ პროცესს გავემიჯნოთ. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი აქ, ამ ადგილზე მოვა, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მათ შორის, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. წეღან, პოლიციამ თვითონ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია წინასწარ მათაც აქვთ, ამიტომ, თვითონვე შორს დაიჭირეს თავი. თუ ასე არის ჩვენ მთელ ამ პროცესს გავემიჯნებით და პირისპირ დარჩებიან ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად“, - აცხადებს გოლეთიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს