გია ვოლსკი - საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, თავად საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ როდესაც იმ პარტიიდან გადიხარ, რომელთან ერთადაც პარლამენტში შეხვედი, მანდატი უნდა დატოვო, თუმცა აქვე ვოლსკიმ დასძინა, რომ სამართლებრივად ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის.

"ზოგადად, ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნით. ეს არის საზოგადოების კუთვნილება და კონკრეტული პოლიტიკური ძალები საზოგადოებას წარმოადგენენ - იქნება ეს გიორგი გახარია თუ ნებისმიერი სხვა. საზოგადოებაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეაფასებს და რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას და ქვეყნისადმი იმ დამოკიდებულებას, რაც სამწუხაროდ, პირადი გადმოსახედიდან აიწონება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ გახარიასთან დაკავშირებული დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, თუკი სამომავლოდ ვინმე კიდევ წავა, იქნებიან არა საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა სტუქტურებში მყოფი, გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში დაწინაურებული პირები.

"მათ გარკვეული ვალდებულებებიც გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ", - დასძინა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

იხილეთ ვიდეო:საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას - გია ვოლსკი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა