გია ვოლსკი - არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ გუნდში კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს დისკომფორტი აქვთ

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ გუნდში კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს დისკომფორტი აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კახა კალაძის გუნდს მყარად „ქართული ოცნების" რიგებში ხედავს.

„ქართული ოცნების“ გუნდში ანტაგონიზმი არასდროს ყოფილა. არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ გუნდში დისკომფორტი აქვს კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს. ესეთი რამ არ არსებობს, ვინ უფროსი და ვინ უმცროსია. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტს, რაც განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სუბრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა