დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც კოდუას ერთ-ერთი ადვოკატი, მურმან ღურწკაია აცხადებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო.

„ის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ასევე დაზარალებულების პოზიციიდან არ გამომდინარეობდა. იმედი გვაქვს, საგამოძიებო კოლეგია სწორად შეაფასებს ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს და დავით კოდუას დაუყოვებლივ გაათავისუფლებს“, - განაცხადა ღურწკაიამ.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო