დავით მათიკაშვილი - როცა პარლამენტში ერთი პარტიის წარდგენით შეხვედი და შემდეგ ამ პარტიის კუთვნილებიდან გადიხარ, პოლიტიკურად სწორი და ლოგიკურია, მანდატი დატოვო

რა თქმა უნდა, როცა პარლამენტში ერთი პარტიის წარდგენით შეხვედი და შემდეგ ამ პარტიის კუთვნილებიდან გადიხარ, პოლიტიკურად ძალიან სწორი და ლოგიკურია, მანდატი დატოვო და საკუთარი რეიტინგი არჩევნებით გაზომო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ყოფილი თანაფრაქციელის, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მისამართით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, სჯობს, ჯერ პარტია შეიქმნას და პარლამენტში შესვლას ყველა საკუთარი პარტიით ეცადოს.

„საპარლამენტო არჩევნები ყველაზე კარგი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ უჭერს საზოგადოემა მხარს ამა თუ იმ პარტიას. როდესაც პარლამენტში ერთი პარტიის წიაღიდან შემოდიხარ, იმ განცხადებების ფონზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან სწორი და ლოგიკური იქნებოდა, თუ ისინი მანდატებს დატოვებდნენ და საკუთარ რეიტინგს არჩევნებში გამოცდიდნენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს